შპს საქართველოს მელიორაციას გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გიგლა თამაზაშვილმა ფერმერებს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი სარწყავი წყლის ახალი ტარიფი. მისი თქმით, ცვლილებები არ დატვირთავს ფერმერებს ფინანსურად, რადგან სუბსიდირება პირდაპირ ფერმერებზე იქნება მიმართული, რაც საშუალებას მისცემს სარწყავი წყლით შეუფერხებლად სარგებლობა და მიწების ეფექტური დამუშავება.
გიგლა თამაზაშვილმა ასევე წარმოდგენა გააკეთა „საქართველოს მელიორაციის“ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მათი განხორციელების ეტაპებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სერვისების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, რათა სარწყავი სეზონის დაწყება ორგანიზებულად, ფერმერების ინტერესების დაცვით მოხდეს.
სარწყავი სეზონის დაწყების წინ, დმანისში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელშეკრულებებს ადგილზე გაფორმებას შეძლებს.