შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები აშშ-სა და ირანს ცეცხლის 10-დღიან შეწყვეტას სთავაზობენ
შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ. ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტის მორიგი მწვავე ესკალაცია 8 ივლისიდან დაიწყო. ორმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პირველად, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ვაშინგტონის განმარტებით, ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემზე მიტანილ იერიშზე, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოქმედი ზავი დასრულდა. საპასუხოდ, თეირანმა ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე მიიტანა იერიში. ირანის სამიზნე გახდა ბაჰრეინის, იორდანიის, კატარის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და… The post შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები აშშ-სა და ირანს ცეცხლის 10-დღიან შეწყვეტას სთავაზობენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →