ტრუმპი: ირანი ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული — Cnoba

ტვ24 სიახლე 05 Mar 2026, 18:00

ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია, ირანის ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში...

ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია, ირანის ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი განიხილება.

  • ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს“, – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ირანის ისეთ ახალ ლიდერს არ მიიღებს, ვინც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც „ხუთ წელიწადში“ აშშ-ს იძულებულს გახდის, რომ ომს დაუბრუნდეს.

  • „დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა. დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რელევანტური