“ყველა სამსახური მზადყოფნაშია”- თბილისში უხვ ნალექს ელოდებიან — Cnoba
მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება. მოსალოდნელი ნალექების შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად. აუცილებლობის შემთხვევაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“ – განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის მოადგილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა. The post “ყველა სამსახური მზადყოფნაშია”- თბილისში უხვ ნალექს ელოდებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.