“ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმისთვის”- ისრაელის თავდაცვა — Cnoba
ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის კუთხით. მიუხედავად რისკებისა, თელ-ავივში აცხადებენ, რომ საფრთხის აღმოფხვრა გარდაუვალია და ისრაელი უკან დახევას არ აპირებს. “ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამერიკულ სამხედრო ძალებთან ერთად, ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები დაიწყო. ჩვენ მთლიანად მზადყოფნაში ვართ როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის კუთხით. ჩვენ წინაშეა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ოპერაცია – ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობების გასანადგურებლად, რომელიც მუდმივად საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას. ეს ოპერაცია უზრუნველყოფს ჩვენს არსებობასა და მომავალს აქ”, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ეიალ ზამირი. The post “ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმისთვის”- ისრაელის თავდაცვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.