სიახლე

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სასანქციო პაკეტს მხარს უჭერს

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ინიცირებულ მკაცრ სასანქციო პაკეტს მხარს უჭერს. CNN თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერა კონგრესში დოკუმენტის დამტკიცების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები სენატორები, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი არიან. კანონპროექტი უპრეცედენტო ეკონომიკურ ზომებს ითვალისწინებს, კერძოდ, იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეისყიდიან, 500%-იანი სატარიფო გადასახადი დაუწესდებათ. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ტუნიმ კანონპროექტის მიღების პერსპექტივებზე ისაუბრა და ორპარტიული კონსენსუსის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „ამის გასაკეთებლად აქ, სენატში, „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ ერთობლივი ძალისხმევა იქნება საჭირო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ”… The post ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სასანქციო პაკეტს მხარს უჭერს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი