,,პუტინის განცხადება კონსტანტინოვკას ოკუპაციის შესახებ სიცრუეა” – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, პუტინის განცხადება კონსტანტინოვკას ოკუპაციის შესახებ სიცრუეა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ანდრეი კოვალევის ცნობით, კონსტანტინოვკა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა. „3 ივლისს აღნიშნული მიმართულებით მტერმა 11 შტურმი განახორციელა, თუმცა წარმატებისთვის ვერ მიაღწია. სანაცვლოდ, მტერი, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ აშკარა დეზინფორმაციისა და „ფეიკების“ გავრცელებას მიმართავს“, – განაცხადა კოვალევმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტს ეწვია და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა „აიღო“. The post ,,პუტინის განცხადება კონსტანტინოვკას ოკუპაციის შესახებ სიცრუეა” – უკრაინის გენშტაბი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →