ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ევროს დახმარება გამოყო
ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის 5 მილიონი ევროს საგანგებო დახმარება გამოყო. როგორც კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბარი გამართა ვენესუელის პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან. „ჩვენ გავააქტიურეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ფარგლებში რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ სწრაფად გაგზავნა სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, მეხანძრეები და სამედიცინო პერსონალი. ევროპა ამ მძიმე საათებში ვენესუელასთან ერთად დგას“, – წერს კალასი. ამასთან, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შეფასებით, ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ დაახლოებით 680 000 ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. მიწისძვრების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საავადმყოფოები კარაკასში, ასევე, ლა-გუაირას, კარაბობოს, არაგუასა და ფალკონის შტატებში. „საავადმყოფოები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, ათასობით ბავშვს არ აქვს… The post ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ევროს დახმარება გამოყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →