სიახლე

ვენესუელაში დაღუპულთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა

მედიაცენტრი

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა გამოაცხადა. დელსი როდრიგესის ცნობით, ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 971-ს აღწევს. როდრიგესმა განაცხადა, რომ მიწისძვრების შემდეგ 30-მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი, ხოლო 700 დაშავდა – მიწისძვრა ვენესუელაში The post ვენესუელაში დაღუპულთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი