სიახლე

მარგარიტა სიმონიანი: ფაშინიანის ყველა მხარდამჭერს რუსეთში შემოსვლა უნდა აეკრძალოს

News.ge

კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიის, RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები რუსეთის ფედერაციაში არ უნდა შეუშვან. „ყველა სომეხს, რომლებიც მხარს უჭერენ ფაშინიანს, უნდა აეკრძალოს რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა. სამუდამოდ“, – განაცხადა მან „რასია 1-ის“ ეთერში. „იმიტომ, რომ თუკი მხარს უჭერს ფაშინიანს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ რუსოფობიას. თუ მხარს უჭერთ რუსოფობიას, ესე იგი, […]

პირველწყარო →

კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიის, RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები რუსეთის ფედერაციაში არ უნდა შეუშვან.

„ყველა სომეხს, რომლებიც მხარს უჭერენ ფაშინიანს, უნდა აეკრძალოს რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა. სამუდამოდ“, – განაცხადა მან „რასია 1-ის“ ეთერში.

„იმიტომ, რომ თუკი მხარს უჭერს ფაშინიანს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ რუსოფობიას. თუ მხარს უჭერთ რუსოფობიას, ესე იგი, გძულთ . ესე იგი, დაგავიწყდათ გრიბოედოვი“, – განაცხადა მან.

„როგორც წმინდა სისხლის სომეხი, გამოვდივარ მოწოდებით, რომ ფაშინიანის მომხრეებს, – ანუ რუსეთის მოძულეებს, უმადურ ქმნილებებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს – სამუდამოდ აეკრძალოთ შემოსვლა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რუსეთში“, – თქვა მარგარიტა სიმონიანმა.


მსგავსი