სიახლე

სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს

მედიაცენტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია. პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას ერთი მოწმე – სუს-ის თანამშრომელი ეყოლება წარმოდგენილი. ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი