სიახლე

ბაჩო ახალაიას საქმე – პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს

Alia

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე დღეს პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის — სასამართლოში ათობით მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. საქმე ეხება 4 ოქტომბრის ეპიზოდებს, რომელზეც მოწმეებმა ჩვენებები უკვე მისცეს, თუმცა ახლა ისინი თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგაც უნდა დაიკითხონ. ახალაიას ადვოკატები ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ „ვაიფაის გამოყენების“ ფაქტს ეფუძნება, სხვა მტკიცებულებები კი, მათი თქმით, […] The post ბაჩო ახალაიას საქმე – პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს appeared first on .

პირველწყარო →

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე დღეს პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის — სასამართლოში ათობით მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.

საქმე ეხება 4 ოქტომბრის ეპიზოდებს, რომელზეც მოწმეებმა ჩვენებები უკვე მისცეს, თუმცა ახლა ისინი თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგაც უნდა დაიკითხონ.

ახალაიას ადვოკატები ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ „ვაიფაის გამოყენების“ ფაქტს ეფუძნება, სხვა მტკიცებულებები კი, მათი თქმით, გამოძიებას არ გააჩნია.

დღეს მოჰყავთ, მაგალითად, მოწმე, ასე ვთქვათ, ღობის ექსპერტი. ჯერ ეს ღობის ექსპერტი ყველამ ვიცით, სურათებით დადებული დასკვნის მიხედვით გამოდის სასამართლოში და ესეც აბსურდია. თავიდან ბოლომდე არის ფეიკი ეს სასამართლო. ეს შენობა არის, უბრალოდ, შენობა, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აფორებენ, მეტი არაფერი სამართალთან ამ შენობას არ აქვს.

არანაირი მტკიცებულება არ არის, მტკიცებულებაში შედის როგორც ის მოწმე, დაზარალებულიც და ნივთიერი მტკიცებულებაც და არანაირი საერთოდ, არც დაზარალებული ჰყავს ამ საქმეს, არც მოწმე ჰყავს, არც მტკიცებულება არ არსებობს, – ამბობს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

ამ დროისთვის უცნობია, გახსნის თუ არა მოსამართლე დღევანდელ სხდომას და დაიშვებიან თუ არა პროცესზე მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

The post ბაჩო ახალაიას საქმე – პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს appeared first on .


მსგავსი