სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

Alia

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის პირველი არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს appeared first on .

პირველწყარო →

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის პირველი არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს appeared first on .


მსგავსი