თანამედროვე ფიტნესი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა აღარ არის, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ეს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც გახლავთ. სწორედ ამიტომ, ფიტნესკლუბი „რეფორმა“ ყველა ფილიალში გთავაზობთ იოგასა და პილატესის სესიებს, რომლიც სტრესის მართვასა და ემოციურ სტაბილურობაში გეხმარებათ.
იოგა და პილატესი „რეფორმის“ წევრებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ჯგუფური სესიები ყველა ფილიალში ტარდება. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ლოკაცია და დაესწაროთ გაკვეთილებს თქვენთვის ხელსაყრელ დროს.
იოგა
იოგა სამ ძირითად ელემენტს აერთიანებს: ფიზიკურ პოზებს (ასანებს), სუნთქვის კონტროლსა (პრანაიამა) და მედიტაციას.
- ანატომიური სიზუსტე: ასანები მიზანმიმართულად აძლიერებს როგორც ზედაპირულ, ისე ღრმა კუნთოვან ქსოვილს.
- შინაგანი რეგულაცია: სპეციალური სუნთქვითი ტექნიკები აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციონირებას.
- მენტალური ფოკუსი: მედიტაციის კომპონენტი ეფექტურად უმკლავდება სტრესს და ზრდის კონცენტრაციას.
ფიტნესკლუბის გარემო სპეციალურად არის მოწყობილი მაქსიმალური კონცენტრაციისთვის, რაც წევრებს საშუალებას აძლევს სრულად ჩაერთონ ვარჯიშის პროცესში და მიაღწიონ სასურველ ჰარმონიას.
პილატესი
პილატესი მეთოდურ სავარჯიშო სისტემას წარმოადგენს, რომლის ბირთვიც მოძრაობის სიზუსტე და სუნთქვის კონტროლია.
მოძრაობების გააზრებული და ნელი ტემპი კუნთოვანი ბოჭკოების მაქსიმალურ ჩართულობას უწყობს ხელს და ტრავმების მიღების ალბათობა მინიმუმდე დაჰყავს.
„რეფორმაში“ იოგისა და პილატესის სესიების ეფექტიანად ჩასატარებლად სავარჯიშო გარემო მოწყობილია ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარე გამაღიზიანებლები. ამას გარდა, ინსტრუქტორები მუდმივად აკონტროლებენ შესრულების ტექნიკას, რათა ვარჯიში მაქსიმალურად შედეგიანი იყოს. რაც შეეხება ვარჯიშის ინტენსივობას, სირთულის საფეხურეობრივი ზრდა საშუალებას აძლევს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოვარჯიშეებს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.