9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 03 Mar 2026, 08:49

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო ორშაბათს 5 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება – მას სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან და ერთობლივი მარშით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ – უცვლელი მოთხოვნით – გაუქმდეს განათლების რეფორმა. განათლების რეფორმა რეალურად სისტემას ანგრევს – ამბობენ პროფესორები, რომლებიც […] The post 9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა appeared first on ODISHINEWS.

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო ორშაბათს 5 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება – მას სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან და ერთობლივი მარშით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ – უცვლელი მოთხოვნით – გაუქმდეს განათლების რეფორმა.

განათლების რეფორმა რეალურად სისტემას ანგრევს – ამბობენ პროფესორები, რომლებიც წლებია საკუთარ მიმართულებებს ავითარებენ – ახლა კი ერთ ხელმოწერით ირაკლი კობახიძემ ილიას უნივერსიტეტს სწავლებების 92 პროცენტი გაუუქმა.

სრულ ბუნდოვანებასა და გაურკვევლობაში არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც – მეორე სემესტრის სწავლება დღეს განახლდა, თუმცა ლექტორები ამბობენ, რომ ასეთივე მოუმზადებელი იქნება უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის – როცა ჯერ კიდევ უცნობია უნივერსიტეტის დაფინანსების ფორმა, ბიუჯეტი და თუ ფინანსები დაუგეგმავია, შეუძლებელია სასწავლო კურსების გაწერაც.

რთულ სიტუაციაში არიან ის სტუდენტებიც, რომლებიც მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას – რამდენად შეძლებენ საზღვარგარეთ სწავლას თუ სწავლება ერთწლიანი იქნება მაგისტრატურაზე – კითხვები ბევრია, პასუხები სამინისტროსგან კი არ აქვთ.

The post 9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური