სიახლე

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შევძლებთ სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას“ – პესკოვი

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუმცა ამავდროულად იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების მისაღწევად მოლაპარაკებების პროცესი განახლდება. „ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ჩვენს სამხედრო საქმიანობას დასახული მიზნების მისაღწევად. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შევძლებთ სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას და კიდევ ერთხელ შევეცდებით ჩვენი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას. საერთო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსი წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეს არის ბლოკი, რომელიც დაპირისპირებისთვის შეიქმნა. ის კვლავ დაპირისპირების ინსტრუმენტად რჩება“, – განაცხადა პესკოვმა. The post „იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შევძლებთ სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას“ – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი