სიახლე

,,პუტინმა და სი ძინპინმა ტრამპთან სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს” – იური უშაკოვი

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილეს. „სი ძინპინმა, როგორც მომავალი სამიტის მასპინძელმა, აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპი სამიტზე ჩავა და, ცხადია, პუტინიც, როგორც მიწვეული სტუმარი. ყველაფერი ისე თუ გამოვა, როგორც ითქვა, შესაძლებელია სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაც. ეს საკითხი ნამდვილად განვიხილეთ“, – განმარტა უშაკოვმა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან მოლაპარაკებები „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში“ გამართა. The post ,,პუტინმა და სი ძინპინმა ტრამპთან სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს” – იური უშაკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი