აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა რუსულ მხარეს ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, მოსკოვში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ წინადადება წარადგინა. მედიის ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის მიზანი ნაწილობრივ იმის დადგენა იყო, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განახლებულიყო. Axios-ი წერს, რომ პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის მიაწოდეს ინფორმაცია რეტკლიფის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისა და სამმხრივი სამიტის წინადადების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს იდეა წარსულშიც წამოჭრა. ზელენსკიმ მხარი დაუჭირა, თუმცა პუტინმა უარყო. დონალდ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ… The post აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა რუსულ მხარეს ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →