სიახლე
რუმინეთში რუსული დრონი აფეთქდა
მედიაცენტრი
რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში უკრაინაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს, გალაცის აღმოსავლეთით შეფრინდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, დრონი ტულჩას ოლქში, დასახლებულ პუნქტ გრინდუდან დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ზონაში ჩამოვარდა. ჩამოვარდნას ხანძარი მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით თავისით ჩაქრა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. The post რუმინეთში რუსული დრონი აფეთქდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.