სიახლე
ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონი აფეთქდა
მედიაცენტრი
ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონი აფეთქდა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის რუმენ რადევის ცნობით, დრონი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთიდან შევიდა და სოფელ კარდამთან ახლოს, ტრანსბალკანური გაზსადენის კომპრესორული სადგურიდან 1000 მეტრში აფეთქდა. ტრანსბალკანური გაზსადენი თურქეთიდან უკრაინამდე გადის. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დრონის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებსა და ბულგარეთ-რუმინეთის საზღვრის გასწვრივ მეთვალყურეობა გაძლიერდება. დრონის წარმოშობის დადგენის მიზნით ბულგარეთში გამოძიება დაიწყო. The post ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონი აფეთქდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.