სიახლე

“მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი” – სამტრედიაში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

GuriaNews

სამტრედიის სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა _ ინფორმაციას მეგა ტვ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. “მარშუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ შუაზე გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.”_ ეუბნება თვითმხილველი გამოცემას. დგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო […] The post “მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი” – სამტრედიაში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სამტრედიის სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა _ ინფორმაციას მეგა ტვ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

“მარშუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ შუაზე გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.”_ ეუბნება თვითმხილველი გამოცემას.

დგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები

 გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

The post “მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი” – სამტრედიაში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი