,,ამ ნაბიჯმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა” – იაპონიის პრემიერ-მინისტრი
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტოკიო აღნიშნულ ნაბიჯს პროტესტს უცხადებს. ტაკაიჩის თქმით, ჩრდილოეთის ტერიტორიები (კურილის კუნძულები) ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იაპონიის განუყოფელი ნაწილია, პუტინის ვიზიტი კი იაპონიის ოფიციალურ პოზიციასთან შეუთავსებელია. „ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს და სრულიად მიუღებელია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ისედაც მძიმე ურთიერთობების ფონზე, ამ ნაბიჯმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა და პერსპექტივაში ურთიერთობების აღდგენა გაართულა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ საკითხის მნიშვნელობას სერიოზულად მოეკიდება“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. The post ,,ამ ნაბიჯმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა” – იაპონიის პრემიერ-მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →