მოსკოვი იაპონიაში ამერიკული „ტაიფუნის“ სისტემების განთავსების შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუ ამერიკული „ტაიფუნის“ ტიპის სარაკეტო სისტემები იაპონიაში წვრთნების საბაბით განთავსდება. ზახაროვას თქმით, რუსულმა მხარემ იაპონიის საელჩო მოსალოდნელი რეაგირების შესახებ უკვე გააფრთხილა. „იაპონიის საელჩოს ნათლად ეცნობა, რომ ამ ტიპის იარაღის იაპონიის ტერიტორიაზე განლაგება, მათ შორის სამხედრო წვრთნების საბაბით, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ დაგეგმილი საპასუხო ზომები საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ადეკვატური დონის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. The post მოსკოვი იაპონიაში ამერიკული „ტაიფუნის“ სისტემების განთავსების შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →