სიახლე

იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

მედიაცენტრი

ისტორიაში პირველად, იაპონიაში 100 წელს მიღწეული და გადაცილებული ადამიანების რიცხვმა ასი ათასს გადააჭარბა. 2025 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის 8 ათასითაა მომატებული. საინტერესო ფაქტია ის, რომ მათი უმრავლესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. უნდა აღინიშნოს, რომ ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებისას ზოგადადაც აღემატება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სხვაობა ხანდაზმულობაში კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. როგორც მეცნიერები ამბობენ, მათი დღეგრძელობა ისეთ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიც აქტიური ცხოვრების წესი, სტრესის დაბალი დონე, სოციალური ურთიერთობები, რეგიონული საკვების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი ცხოვრების წესია. იაპონელებში გულის იშემიური დაავადებებისა და სიმსივნის განვითარების დონე საგრძნობლად დაბალია. The post იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი