სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

News.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანს 1-2 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. „მათ შორის: სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის […]

პირველწყარო →

ევროკომისიის პრეზიდენტი, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანს 1-2 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

„მათ შორის: სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადების გაუმჯობესება; სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა“, – აღნიშნა პინიომ.

ევროკომისიის პრეზიდენტი 1-ელ ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს.


მსგავსი