ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები რეგიონში მშვიდობის დამყარებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რუსეთის მხრიდან არსებული წნეხის ფონზე ერევნის მხარდაჭერას დაეთმობა. გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტის ტურნე ოთხ მთავარ პრიორიტეტს ეფუძნება: სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა; სამხრეთ კავკასიას, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესება; რეგიონთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება და რუსული ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა. დღის წესრიგის მიხედვით, ფონ დერ ლაიენი თავდაპირველად ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მომდევნო დღეს, 2 ივლისს, ევროკომისიის… The post ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →