სიახლე

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ტვ ოდიში

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა და მშვიდობაზე, ეკონომიკურ კავშირებსა და რუსეთის წნეხის ფონზე სომხეთის მხარდაჭერაზე მოლაპარაკებებს გამართავს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვიზიტის დროს განხილული ოთხი პრიორიტეტული საკითხი რეგიონში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაკავშირებადობის გაუმჯობესება; რეგიონთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება და რუსული ეკონომიკური ზეწოლის […] The post 1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა და მშვიდობაზე, ეკონომიკურ კავშირებსა და რუსეთის წნეხის ფონზე სომხეთის მხარდაჭერაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვიზიტის დროს განხილული ოთხი პრიორიტეტული საკითხი რეგიონში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაკავშირებადობის გაუმჯობესება; რეგიონთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება და რუსული ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა იქნება.

ფონ დერ ლაიენი თავდაპირველად ბაქოში ჩავა, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ხოლო მომდევნო დღეს, 2 ივლისს, ევროკომისიის პრეზიდენტი ერევნისკენ გაემგზავრება, სადაც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

ცნობისთვის, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ერევანში გამართული მეორე ვიზიტი იქნება.

ივლისში დაგეგმილ ვიზიტამდე, 4 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა სომხეთის მხარდასაჭერად €50-მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა, რომლის მიზანიც კრემლის მიერ სომხეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვებით დაზარალებული სექტორებისთვის დახმარების გაწევაა.

The post 1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი