ქობულეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბნის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.