ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის
კომპანიების – „ტესლას“, „სფეის იქსისა“ და სოციალურ ქსელ „იქსის“ (X) მფლობელი ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის. Business Insider-ის ინფორმაციით, „ტესლასა“ და „სფეის იქსის“ აქციების მკვეთრი ვარდნის გამო, მისი ქონება ტრილიონ დოლარს ჩამოსცდა. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ბიზნესმენის კაპიტალი ამჟამად 957 მილიარდ დოლარს შეადგენს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც SpaceX-ის აქციების საჯარო შეთავაზებამ კომპანიას უზარმაზარი მოგება მოუტანა, მასკის ქონება რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა მიმდინარე კვირაში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. როგორც გამოცემა წერს, ბაზარზე არსებული მერყეობის მიუხედავად, კომპანია SpaceX ილონ მასკის ყველაზე ღირებულ აქტივად რჩება. აღსანიშნავია, რომ ტრილიონერის სტატუსის დაკარგვის… The post ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →