სიახლე

მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს

მედიაცენტრი

სოციალურ ქსელ X-ის და Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მასკი გამოეხმაურა ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც 18 წლის სტუდენტი 23 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდაპირველად 18 წლის ჰენრი ნოვაკს დაადო ხელბორკილები. გონების დაკარგვის შემდეგ კი მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ილონ მასკი ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის ფაქტზე პასუხისმგებლობას ბრიტანეთის პოლიციასაც აკისრებს და აცხადებს, რომ მზად არის ამ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველების წინააღმდეგ სარჩელი დააფინანსოს. The post მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი