აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომის დასრულებას მოითხოვს
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალებს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ირანში, ან გაგრძელებამდე კონგრესისგან ოფიციალური თანხმობა მიიღოს. ინფორმაციას ტელეკომპანია BBC-ი ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებიდან იმ შემთხვევაში უნდა გაიყვანოს, თუ არ იარსებებს ომის ოფიციალური გამოცხადება ან კონგრესის მიერ გაცემული სპეციალური ავტორიზაცია სამხედრო ძალის გამოყენებაზე. კენჭისყრაზე დოკუმენტს მხარი 50 სენატორმა დაუჭირა, 48 კი წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას „დემოკრატებთან“ ერთად ხმა ოთხმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმაც (რენდ პოლი, ლიზა მურკოვსკი, სიუზან კოლინზი, ბილ კასიდი) მისცა, ხოლო „დემოკრატი“ ჯონ ფეტერმანი ერთადერთი აღმოჩნდა თავისი პარტიიდან, ვინც… The post აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომის დასრულებას მოითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →