სიახლე

,,თეთრი არწივის” ორდენის ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს

მედიაცენტრი

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ, პეტრო პოროშენკომ და ლეონიდ კუჩმამ უარი თქვეს პოლონეთის ,,თეთრი არწივის” ორდენზე. შესაბამის განცხადებებს მათი პრესმდივნები ავრცელებენ. ,,ზელენსკის შემთხვევაშიც და ჩემს შემთხვევაშიც აჯილდოვებდნენ არა სახელმწიფოს მეთაურებს, არამედ უკრაინელებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იცავენ უკრაინას, პოლონეთსა და მთელ ევროპას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება უარი ვთქვა “თეთრი არწივის” ორდენზე”, – წერს პეტრო პოროშენკო. ცნობისთვის, 19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გადაწყვეტილება მიიღო ჩამოართვას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკი “თეთრი არწივის” ორდენი ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფისთვის “უპა-ის გმირების” სახელწოდების მინიჭების გამო. The post ,,თეთრი არწივის” ორდენის ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი