,,ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს” – საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე
,,სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარებასთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული. როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო მხარს უჭერენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში. „ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის, ასევე კვლევით ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კონტაქტების განვითარებას.… The post ,,ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს” – საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - M…
პირველწყარო →