ურეკში ზღვამ 4 ადამიანი გაიტაცა – მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა
GuriaNews
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ გაიტაცა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. თუმცა, ერთ-ერთის მდგომარეობა ზღვიდან გამოყვანის დროს მძიმე იყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენას ექიმები ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც “გურიის მოამბე” იუწყება, გარდაცვლილი უცხოეთის მოქალაქეა. The post ურეკში ზღვამ 4 ადამიანი გაიტაცა – მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა appeared first on გურია ნიუსი.
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ გაიტაცა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. თუმცა, ერთ-ერთის მდგომარეობა ზღვიდან გამოყვანის დროს მძიმე იყო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენას ექიმები ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც “გურიის მოამბე” იუწყება, გარდაცვლილი უცხოეთის მოქალაქეა.