სიახლე

ხობისწყალში დაკარგული ქალის ცხედარიც იპოვეს (ვიდეო)

მედიაცენტრი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ელენე სახეიშვილის ცხედარი იპოვეს. 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა. მაშველებმა მცირეწლოვანი ბიჭის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით იპოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენებას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ნიშნად ისინი გზას გადაკეტავენ. ამ წუთებში ადგილზე ხმაურია. The post ხობისწყალში დაკარგული ქალის ცხედარიც იპოვეს (ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი