სიახლე

რუსულმა ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში იახტას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

მედიაცენტრი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ სამოქალაქო იახტას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტში, რომელიც 16 მაისს, დილით უაიტის კუნძულსა და ნორმანდიას შორის მოხდა, რუსული ფრეგატი “ადმირალი გრიგოროვიჩი” მონაწილეობდა. “ჩვენ ვიძიებთ ცნობებს, სრუტეში მომხდარი ინციდენტის შესახებ” – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა. ხელისუფლებამ დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული იახტიდან მიიღო შეტყობინება, რომ რუსულმა გემმა დაახლოებით 500 იარდის მანძილიდან გაისროლა. The post რუსულმა ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში იახტას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი