სიახლე

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში კიდევ ერთი ტერიტორია დაიკავეს

მედიაცენტრი

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში კიდევ ერთი ტერიტორია დაიკავეს, რა დროსაც ორი ადამიანი მოკლეს. „როიტერის“ ცნობით, ანკლავის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს ტოვებდნენ, რა დროსაც მათზე თავდასხმა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ისრაელის ჯარები კვლავ აკონტროლებენ ღაზის ტერიტორიის 60%-ზე მეტს, საიდანაც მათ პალესტინელთა იძულებითი ევაკუაცია განახორციელეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზაში დაახლოებით 1 000 ადამიანი მოკლეს. ისრაელი აცხადებს, რომ ამ პერიოდში ღაზაში ისრაელის ოთხი ჯარისკაცია მოკლული. The post ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში კიდევ ერთი ტერიტორია დაიკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი