,,აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. ,,შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ და კმაყოფილებით მივესალმები მას”-აცხადებს ერდოღანი. ერდოღანის თქმით, საჭიროა შესაძლო საბოტაჟის წინააღმდეგ სიფხიზლის შენარჩუნება. „ხაზგასმით ვაცხადებ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს“, – აცხადებს ერდოღანი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხაზს უსვმს, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის დამყარებას და ხელს შეუწყობს დიპლომატიასა და… The post ,,აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა” – ერდოღანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →