რუსეთში ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 25 Feb 2026, 16:41

რუსეთის სმოლენსკის ოლქში, ქიმიურ ქარხანაზე ათობით უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ, ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამომძიებლების თქმით, „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სმოლენსკის რეგიონში, „დოროგობუჟის“ ქიმიურ ქარხანაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი მინიმუმ 30 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით საჰაერო თავდასხმები განახორციელეს“. „დაზიანდა ქარხნის ინფრასტრუქტურის ელემენტები, სახანძრო სადგურის შენობა და სპეციალური სახანძრო მანქანა, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა მფლობელებს“, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. The post რუსეთში ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური