სიახლე

აშშ-ის საიმიგრაციო საპატიმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

მედიაცენტრი

საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელიძე აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის საპატიმროში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აწ გარდაცვლილი ICE-ის საპატიმროში მას შემდეგ მოხვდა, რაც 2026 წლის თებერვალში, ნიუ-ორლეანში დააკავეს და ლუიზიანას შტატში, უინის სასჯელაღსრულების ცენტრში იმყოფებოდა. ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. “მოუხედავად მისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისა, ართმელიძე დაახლოებით 23:22 საათზე გარდაცვლილად გამოცხადდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დადგინდება” – აღნიშნულია გამოცემაში შესაბამის უწყებაზე დაყრდნობით. The post აშშ-ის საიმიგრაციო საპატიმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი