ახალი სანქციების პაკეტი რუსეთს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს აგურ-აგურ ანგრევენ. ახალი სანქციები მოიცავს რუსეთის ნავთობის ფასების ლიმიტის დროებით გაყინვას და იმ ინსტიტუტების დასანქცირებას, რომლებსაც მოსკოვი შემოსავლების გენერირების სანქციების პაკეტის და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. „სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ბანკები, იარაღის მწარმოებლები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და კრიპტო ოპერატორები მესამე ქვეყნებში“, – აცხადებს კალასი. The post ახალი სანქციების პაკეტი რუსეთს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →