“პუტინის განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთი და ხდება მთავარი საფრთხე და თავისტკივილი მოსკოვისთვის!” – კოტე კემულარია — Cnoba

Alia სიახლე 25 Feb 2026, 13:21

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია: ტრამპის წლიური მიმართვა კონგრესის გაერთიანებული პალატის წევრებისადმი, იყო რეკორდული დროში—2 საათი გაგრძელდა… თუმცა, გამოირჩეოდ ნაკლები ბ რ ა ვ ი რ ე ბ ი თ! მოხსენების ორივე ძირითად მიმართულებაზე— აშშ ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა— ტრამპის ტონი აშკარად დაწეული იყო… აშშ უზენაესი სასამართლოს ისტორიული “განაჩენი”, წითელ ზოლად გასდევდა მთელ მოხსენებას! ირანის მიმართაც პოზიცია […] The post “პუტინის განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთი და ხდება მთავარი საფრთხე და თავისტკივილი მოსკოვისთვის!” – კოტე კემულარია appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

ტრამპის წლიური მიმართვა კონგრესის გაერთიანებული პალატის წევრებისადმი,
იყო რეკორდული დროში—2 საათი გაგრძელდა…
თუმცა, გამოირჩეოდ ნაკლები ბ რ ა ვ ი რ ე ბ ი თ!
მოხსენების ორივე ძირითად მიმართულებაზე—
აშშ ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა— ტრამპის
ტონი აშკარად დაწეული იყო… აშშ უზენაესი
სასამართლოს ისტორიული “განაჩენი”, წითელ
ზოლად გასდევდა მთელ მოხსენებას! ირანის მიმართაც პოზიცია იყო შერბილებული…
ამ ფონზე აქტიურდება ევროპა! იზრდება მისი გავლენა… ევროსაბჭოს ლიდერი—კოშტა ხისტად აცხადებს: “ოთხწლიანმა ომმა ნათლად აჩვენა რომ რუსეთი ვერ დაამარცხებს უკრაინას და კრემლი ამას უნდა შეეგუოსო!!!”
ბრიტანეთი ამტკიცებს უმძიმეს სასანქციო პაკეტს
რუსული ბანკების, გემების, იურიდიული ორგანიზაციების და კერძო პირების ფართე წრის მიმართ!!!
ამ რუსულ დიდ სასანქციო პაკეტში მოხვდა—ბრიტანული ხედვით-
ორი რუსული პროპაგანდისტული ტვ: “იმედი-ტვ”
და “პოსტ ტვ”?!?! ამ მძიმე ფაქტმა, “ოცნების”
აგიტ-პროპის მონოლითი ჩამოშალა: “ოცნების”დეპუტატებმა ლონდონში ნაცების კვალი იპოვეს?!; დაბნეული “ოცნების” პრემიერი გასცდა თავის უფლებამოსილებას და პირდაპირ “ავალებს” სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს—“იმუშაონ დასანქცირებულ ტელევიზიებთან—ანუ, ჩაიდინონ დანაშაული ???”
უფრო სერიოზული იყო რუსეთის პრეზიდენტის-პუტინის გუშინდელი განცხადება
სპეცსამსახურებთან შეხვედრაზე:”ევროპა აპირებს
შავ ზღვაზე გამავალი “თურქული ნაკადის” და
“ცისფერი ნაკადის” გაზსასადენების აფეთქებასო”…
“ერდოგანის განადგურება უნდათ უკრაინის ხელითო”!!!
45 მილიარდი კუბმეტრი გაზი წელიწადში მიედინება ამ სადენებით თურქეთში, რომლის
60%-ზე მეტს თავად თურქეთი მოიხმარს, მათ შორის ელენერგიის წარმოებაზე..ამ მილების დაზიანება მართლაც გამოიწვევს კოლაფსს
თურქეთის ეკონომიკაში!!!
როდესაც პუტინის დონეზე—რუსულ დაზვერვაზე დაყრდნობით, კეთდება ეს საგანგაშო საჯარო განცხადება, ადასტურებს იმ ფაქტს რომ, კრემლისთან დაპირისპირებაში, ბრიტანეთი და ევროპამ ანაცვლებს ამერიკას და ხდება მთავარი საფრთხე და თავისტკივილი მოსკოვისთვის!!!
ამასთან, როდესაც ეს საფრთხე ეხება შავ ზღვას
და თურქეთს, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის და მთელი კავკასიის უსაფრთხოებასთან!
ამ უმძიმეს კონტექსტში არის განსახილველი ის ეგზისტენციური საფრთხე, რაც მოუტანა საქართველოს “ოცნების” ხანგრძლივვადიანმა კრემლისტურმა ლანძღვა-გინებამ, ბრიტანეთის და ევროსტრუქტურების მიმართ!!!

The post “პუტინის განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთი და ხდება მთავარი საფრთხე და თავისტკივილი მოსკოვისთვის!” – კოტე კემულარია appeared first on .


რელევანტური