თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის 73-ე ეტაპი ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, შიო III, ახალ ნათელღებულებს დალოცავს.
პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივით, მესამე და შემდგომი შვილების მასობრივი ნათლობის ტრადიცია საქართველოში უკვე მრავალი წელია ხორციელდება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
The post პატრიარქი შიო III საყოველთაო ნათლობის ფარგლებში ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს appeared first on .