ქუთაისში, ახალციხესა და გურჯაანში ახალი მრავალფუნქციური პარკების პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა — Cnoba
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსები გამოაცხადა ქუთაისის, ახალციხისა და გურჯაანის ახალი, თანამედროვე პარკების პროექტირებისთვის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია ქალაქებში ეკოლოგიურად მდგრადი, მრავალფუნქციური და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ქუთაისში ახალი პარკი ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, დაახლოებით, 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა. ახალი ცენტრალური პარკების მოწყობაა დაგეგმილი, ასევე, ახალციხესა და გურჯაანში. სამივე ქალაქის პარკებში გათვალისწინებული უნდა იყოს საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელის, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების, მათ შორის ღია სცენის, პავილიონებისა და ღონისძიებების მოედნების მოწყობა. ასევე, სამივე პარკში უნდა განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკ…