„მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან“ – სააკაშვილი
„არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია. სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ, ისე უკრაინაში. ბევრი ჩემი გაზრდილი, უკრაინაში ძალიან აქტიური წევრია რადის, ზოგი მინისტრი, ზოგი ელჩი. ჩემი ერთი ყოფილი თანაშემწე ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციულ ბიუროს (სემენ კრივონოსი). ერთი აზოვის სახელგანთქმული კორპუსის ერთ-ერთი ძირითადი მეთაურია (პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი). ლადო გურგენიძე… The post „მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან“ – სააკაშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →