თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მელიას მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს — Cnoba

Alia სიახლე 23 Mar 2026, 07:33

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მელიას მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს. როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვინ წარმოთქმა შეურაცხმყოფელი ფრაზა. „დღეს, ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, […] The post თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მელიას მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს appeared first on .

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მელიას მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვინ წარმოთქმა შეურაცხმყოფელი ფრაზა.

„დღეს, ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, წინასასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სასამართლო სხდომას, რა დროსაც თითქოს ნიკა მელიამ სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლო მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით იმსჯელებს, ასევე გადაწყვეტს გადავა თუ არა ეს საქმე არსებით განსახილველად. თავად ბრალდებული ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება. საქმეში არის მტკიცებულება, რომელშიც ისმის ფრაზა, მას შემდეგ რაც დასრულდა პროცესი. ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვის მიეკუთვნება ეს ფრაზა. ასევე, არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში არ ჩანს ნიკა მელია, როდესაც სასამართლო დარბაზიდან გაჰყავთ. ასევე, საქმეში არის რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული ფრაზა ნიკა მელია, სასამართლო დარბაზიდან გასვლის დროს წარმოთქვა. გამოსაკითხ პირთა სიაში არიან სხდომის მდივანი, მანდატურები და უსაფრთხოების თანამშრომლები“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ეს კიდევ ერთი საქმეა ნიკა მელიას წინააღმდეგ, სადაც მას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მელიას მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს appeared first on .


რელევანტური