დღეს ფასების კომისიაზე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ — Cnoba
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეოთხე სამუშაო სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მოხდება. შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო. ამასთან, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს ადგილობრივ მწარმოებლებს, რითეილერებს, დისტრიბუტორებს, ასევე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს და ნავთობიმპორტიორებს. The post დღეს ფასების კომისიაზე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.