“ფასების საპარლამენტო კომისიაზე” დღეს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ — Cnoba

Alia სიახლე 30 Mar 2026, 06:11

დღეს, 30 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში შექმნილი ფასების საპარლამენტო დროებითი კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე დარგის წარმომადგენლების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა. ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ “სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის” კამპანიის დაწყების შემდეგ, […] The post “ფასების საპარლამენტო კომისიაზე” დღეს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ appeared first on .

დღეს, 30 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში შექმნილი ფასების საპარლამენტო დროებითი კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე დარგის წარმომადგენლების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ “სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის” კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, 25 თებერვალს და 5 მარტს დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს მოუსმინეს, 11 – 16 მარტს კი სხდომაზე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რიტეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს. ქსელური მარკეტების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ “ქეშბექს” ხშირ შემთხვევაში დისტრიბუტორები სთავაზობენ, კონკურენტების ბაზრიდან გაყვანის სანაცვლოდ, ქსელები კი ქეშბექებს ფასდაკლებისთვის იყენებენ.

The post “ფასების საპარლამენტო კომისიაზე” დღეს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ appeared first on .


რელევანტური