ბათუმში კაცი მოკლეს
ბათუმში გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია. შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ინციდენტის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
იხილე სრულად: alia.ge ↗