სიახლე

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

მედიაცენტრი

თურქეთის ქალაქ დენიზლიში პამუკკალეს ტურისტული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი დენიზლი-აიდინის გზატკეცილზე ბარიერებს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი, დაიღუპა და 33 დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი იზმირიდან ანტალიაში მიემგზავრებოდა და მასში 38 მგზავრი და 3 მძღოლი იმყოფებოდა. The post თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა – არიან დაღუპულები და დაშავებულები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი